ALPE-ს შესახებALPE დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ეწევა პროფესიულ საკომუნიკაციაო საქმიანობას და მისი მიზანი საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების განმტკიცებაა. სოციალური რეკლამა, მედია კამპანიები და რეგულარული საგამომცემლო საქმიანობა, სასწავლო პროგრამები და ტრენინგები – ორგანიზაციის კომუნიკაციური სტრატეგიის ძირითადი ინსტრუმენტებია. 2001 წლიდან ALPE, კონსულტანტ ფირმა Ogilvy/Euro&M -თან ერთად შემუშავებული სტრატეგიის საფუძველზე, მუშაობდა საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის პროგრამით მიმდინარე სასამართლო რეფორმის საგანმანათლებლო კომპონენტზე . სწორედ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფორმატში მოხდა ALPE-ს, როგორც თანამოაზრეთა გუნდის ფორმირება და პროფესიონალ კომუნიკატორ ორგანიზაციად ჩამოყალიბება. ფონდის მდგრადობისა და განვითარების პერსპექტივაზე მიანიშნებს თანამშრომლობის ის დონე, რომელიც ALPE-მ საქართველოში მოქმედ არასამთავრობო და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან დაამყარა და სანდო პარტნიორად დაიმკვიდრა თავი. ასეთი პარტნიორობის შედეგად, ALPE-მ 2003 წლის შემოდგომაზე განახორციელა ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” ეგიდით მიმდინარე დემოკრატიული არჩევნების მხარდამჭერი პროგრამა - “გადავიდეთ საქმეზე”. 2003 წლის ივნისიდან 2004 წლის ნოემბრამდე ALPE-მ სამოქალაქო მონაწილეობის პროგრამის (CAP-ის) ფარგლებში, USAID-ის დაფინანსებით, განახორციელა განათლების რეფორმის დახმარების ახალი პროექტი - “ავაშენოთ ჩვენი სკოლა”. განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს ALPE -ს თანამშრომლობა ევროპის კავშირთან და ამ ავტორიტეტული ორგანიზაციის საქართველოს ოფისთან. 2004 წლის იანვრიდან ALPE-მ დაიწყო ევროკავშირის პროექტის განხორციელება, რომლის სახელწოდებაა “სამართალდამცავ სტრუქტურათა რეფორმის სამოქალაქო მხარდაჭერა”. ამავდროულად, ALPE ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა სამოქალაქო ინტეგრაცია. პროექტს აფინანსებს USAID ფონდ “ევრაზიის” მეშვეობით. პროექტის ფარგლებში ჩატარდა მრავალი საგანმანათლებლო ღონისძიება და ტრენინგი ეთნიკურად არაქართველი მოქალაქეებისთვის, მათ შორის, აზერბაიჯანელი, სომეხი და ოსი ახალგაზრდებისთვის. 2005 წლიდან ALPE- მ დაიწყო ახალი პროექტის განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში პოლიციაზე საზოგადოებრივი ზედამხედველობის განვითარებას და მხარდაჭერას. შეიქმნა პოლიციაზე საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს ხუთი რეგიონული ოფისი, რომლებიც უფლებამოსილნი არიან სამოქალაქო ზედამხედველობა გაუწიონ პოლიციას საქართველოს ხუთ რეგიონში. |