ახალი ამბების არქივი

25.11.2009 სახელმძღვანელო “ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში”

2009 წლის ნოემბერში ALPE-ის მიერ, საკონსტიტუციო სასამართლოს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თავისუფლების ინსტიტუტისა და რიგი საერთაშორიასო ორგანიზაციების (UNDP; ABA) დახმარებით გამოიცა სახელმძღვანელო „ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში“.

25.09.2009 საქართველოს შვილები: პროექტი “არაეთნიკური ქართველები – ენციკლოპედიური ცნობარი”

2009 სექტემრიდან ფონდი ALPE ახორციელებს ფონდი «ღია საზოგადოება – საქართველოს» მიერ დაფინანსებულ პროექტს ”არაეთნიკური ქართველები – ენციკლოპედიური ცნობარი”, რომელიც მიზნად ისახავს ეთნიკურად არაქართული წარმოშობის ჩვენი თანამემამულეების შესახებ ინფორმაციის მოძიებასა და ერთიანი ცნობარის სახით გამოქვეყნებას.

03.07.2009 სამოქალაქო ინტეგრაცია და ეთნიკური უმცირესობების დაცვა საქართველოში

2009 წლის 19-21 ივნისს, გუდაურში, სასტუმრო „გუდაურში“ (ყოფილი „მარკო პოლო“) გაიმართა კონფერენცია „სამოქალაქო ინტეგრაცია და ეთნიკური უმცირესობების დაცვა საქართველოში“.

03.05.2009 ALPE ევროკავშირის წლიურ გამოცემა „მერიდიანში“

გენდერული თანასწორობის საკითხების მიმართ ჩვენი ორგანიზაციის განსაკუთრებული ყურადღება აისახა ევროკომისიის წლიურ გამოცემა „მერიდიანში“

01.05.2009 მემორანდუმი და გენდერის საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო ლობი

ALPE– ს ინიციატივითა და ომბუდსმენის ოფისის აქტიური მხარდაჭერით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „განათლება შემყწნარებლობისაქთვის“ ფარგლებში, 2008 წლის 10 დეკემბერს ხელი მოეწერა სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ექსპერტების მემორანდუმს,

07.03.2009 საზაფხულო სკოლა ადამიანის უფლებებზე

ფონდი ALPE-ის და საკონსტიტუციო სასამართლოს ერტობლივი ძალისხმევით და ფონდი ევრაზიის ფინანსური მხარდაჭერით 2008 წლის 01-15 ივლისს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში ფუნქციონირება დაიუწყო პირველმა საზაფხულო სკოლამ სტუდენტებისთვის ადამიანის უფლებების საკითხებზე.

11.06.2008 ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტი “განათლება შემწყნარებლობისათვის (PET)“ აგრძელებს საქმიანობას საქართველოში ეთნიკური ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტი “განათლება შემწყნარებლობისათვის (PET)“ აგრძელებს საქმიანობას საქართველოში ეთნიკური ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის 12-15 მაისს, კომპელქს ცენტრში ბაზალეთის ტბაზე,მოეწყო სემინარი “განათლება ტოლერანტობისატვის”. ფონდ ALPE-ის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ოგანიზებული სემინარის პარტნიორები იყვნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, გაეროს ასოციაცია, სახალხო დამცველის ტოლერანტობის ცენტრი და “ფედერაცია გადავარჩინოთ ბავშვები”-ის ბავშვთა ტოლერანტობის საგანმანათლებლო პროგრამა.

11.04.2008 გრძელდება პროექტ “განათლება შემწყნარებლობისათვის” საქმიანობა რეგიონებში

12 მარტს ფონდის ექსპერტები, სახალხო დამცველის ტოლერანტობის ცენტრის დირექტორი, ბექა მინდიაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი მამუკა ფაჩუაშვილი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალქალაქის რესურს ცენტრში ადგილობრივი სკოლებისა და სამეურვეო საბჭოების წარმომადგენლებს შეხვდნენ. საუბარი საჯარო სკოლებში ტოლერანტობის სწავლების საკითხებს შეეხო. მასწავლებელთა თქმით, ამ თემის აკადემიური სწავლება ობიექტურ საჭიროებას წარმოადგენს, თუმცა დღემდე გადაუწყვეტელ პრობლემად რჩება სასწავლო სახელმძღვანელოებისა და დამხმარე ლიტერატურის არარსებობა ეთნიკური უმცირესობების თემებზე.

11.04.2008 კონფერენცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში

7-8 აპრილს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში არაქართულენოვანი მედიის ჟურნალისტებისთვის გაიმართა კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქვემო ქართლისა და სამცხე ჯავახეთის ბეჭდური და ელექტრონული მედიის წარმომადგენლებმა. კონფერენცია სამინისტროს, ფონდ ALPE-ის და სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის ხელშეწყობით მოეწყო. როგორც კონფერენციაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გია ნოდიამ და მინისტრის მოადგილემ ანა ჟვანიამ აღნიშნეს, რეგიონალური მედიის როლი განსაკუთრებულია განათლების რეფორმის იმ ინოვაციათა ადეკვატური გაშუქებისთვის, რომელსაც სამინისტრო არაქართულენოვანი მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის გეგმავს, კერძოდ, საჯარო სკოლებში სასწავლო პროგრამების პილოტირება და ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატში ზოგადი უნარჩვევების ტესტების სომხურ-აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე ჩატარების თაობაზე.

28.03.2008 pet-blogger.com ახალქალაქში

ახალქალაქის მოსახლეობის 90% სომეხია, ბავშვები ძირითადად სომხურ სკოლებში დადიან და მათი უმრავლესობა მომავალს სომხეთს უკავშირებს. 12 მარტს ALPE-ის წარმომადგენლები გაემგზავრნენ ახალქალაქში, სადაც სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის ოფისში შეხვდნენ მოსწავლეებს. ALPE-იმ გადაწყვიტა ბლოგების შექმნა ახლა ახალქალაქელ მოსწავლეებს ასწავლოს და სომეხი ბავშვები ჩართოს Pet-blogger.com-ის პროექტში. მიუხედავად იმისა რომ ინტერნეტი ახალქალაქში ახლახანს გაიყვანეს, ბავშვები ძალიან დაინტერესდნენ pet-blogger.com-ით, რომელიც სომეხი, აზერბაიჯანელი და ქართველი ბავშვებისთვის შეიქმნა. 12 მარტს ALPE-ის წარმომადგენლები გაემგზავრნენ ახალქალაქში, სადაც შეხვდნენ მოსწავლეებს და მასწავლებლებს. ALPE-იმ გადაწყვიტა ბლოგების შექმნა ახლა ახალქალაქელ მოსწავლეებს ასწავლოს და ახალქალაქელი ბავშვები ჩართოს Pet-blogger.com-ის პროექტში.
© ALPE 2007-2009