ახალი ამბების არქივიpet-blogger.com ახალქალაქში
ახალქალაქის მოსახლეობის 90% სომეხია, ბავშვები ძირითადად სომხურ სკოლებში დადიან და მათი უმრავლესობა მომავალს სომხეთს უკავშირებს. 12 მარტს ALPE-ის წარმომადგენლები გაემგზავრნენ ახალქალაქში, სადაც სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის ოფისში შეხვდნენ მოსწავლეებს. ALPE-იმ გადაწყვიტა ბლოგების შექმნა ახლა ახალქალაქელ მოსწავლეებს ასწავლოს და სომეხი ბავშვები ჩართოს Pet-blogger.com-ის პროექტში. მიუხედავად იმისა რომ ინტერნეტი ახალქალაქში ახლახანს გაიყვანეს, ბავშვები ძალიან დაინტერესდნენ pet-blogger.com-ით, რომელიც სომეხი, აზერბაიჯანელი და ქართველი ბავშვებისთვის შეიქმნა. “მე ახალციხეში მყავს მეგობრები, თბილისში, მარნეულში კი არავის ვიცნობ, დიდი სიამოვნებით გავიცნობდი და დაველაპარაკებოდი მათ”- ამბობს ჩიჩიანი ჟანეტა |