ახალი ამბების არქივი

კონფერენცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში

7-8 აპრილს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში არაქართულენოვანი მედიის ჟურნალისტებისთვის გაიმართა კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქვემო ქართლისა და სამცხე ჯავახეთის ბეჭდური და ელექტრონული მედიის წარმომადგენლებმა. კონფერენცია სამინისტროს, ფონდ ALPE-ის და სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის ხელშეწყობით მოეწყო.
როგორც კონფერენციაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გია ნოდიამ და მინისტრის მოადგილემ ანა ჟვანიამ აღნიშნეს, რეგიონალური მედიის როლი განსაკუთრებულია განათლების რეფორმის იმ ინოვაციათა ადეკვატური გაშუქებისთვის, რომელსაც სამინისტრო არაქართულენოვანი მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის გეგმავს, კერძოდ, საჯარო სკოლებში სასწავლო პროგრამების პილოტირება და ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატში ზოგადი უნარჩვევების ტესტების სომხურ-აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე ჩატარების თაობაზე.
უნდა აღინიშნოს, რომ ფონდ ALPE_ის ინიციატივით, კონფერენციაზე მოწვეულმა ჟურნალისტებმა აქტიურად ითანამშრომლეს საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო დეპარტამენტთან, რომელთა დახმარებით მომზადდა რადიო-ტელე სიუჟეტები და საგაზეთო პუბლიკაციები, რომლებიც ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ახალგაზრდობას მიაწვდის ინფორმაციას პირველი წყაროდან მათი განათლების, პერსპექტივებისა და შესაძლებლობების შესახებ.

© ALPE 2007-2009