ახალი ამბების არქივი

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტი “განათლება შემწყნარებლობისათვის (PET)“ აგრძელებს საქმიანობას საქართველოში ეთნიკური ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტი “განათლება შემწყნარებლობისათვის (PET)“ აგრძელებს საქმიანობას საქართველოში ეთნიკური ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის

12-15 მაისს, კომპელქს ცენტრში ბაზალეთის ტბაზე,მოეწყო სემინარი “განათლება ტოლერანტობისატვის”.

ფონდ ALPE-ის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ოგანიზებული სემინარის პარტნიორები იყვნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, გაეროს ასოციაცია, სახალხო დამცველის ტოლერანტობის ცენტრი და “ფედერაცია გადავარჩინოთ ბავშვები”-ის  ბავშვთა ტოლერანტობის საგანმანათლებლო პროგრამა.

სემინარის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართვლოს პრეზიდენტის მრჩეველმა ეთნიკური უმცირესობების საკითხებში თამარ კინწურაშვილმა; ეუთოს (OSCE) ექსპერტებმა, რომლებიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოწვევით ეთნიკური უმცირესობების სწავლების ახალ მეთოდოლოგიაზე, კერძოდ, ბილინგუარულ სწავლების სპეციფიკაზე მუშაობენ; ასევე, გაეროს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა რამაზ აფციაურმა და ტოლერანტობის ცენტრის დირექტორმა ბექა მინდიაშვილმა.

„ვისწავლოთ და ვასწავლოთ ტოლერანტობა“ – სემინარიზე მოწვეული ექსპერტების აზრით, საკითხის სწორედ ასე დასმაა მართებული, როდესაც საჯარო სკოლებში სამოქალაქო განათლების ფორმატში, ტოლერანტობის სწავლების აკადემიურ პროცესზე ვსაუბრობთ.

სემინარის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლების მასწავლებლებმა და დირექტორებმა, ასევე, ადგილობრივი რესურს ცენტრების წარმომადგენლებმა.

ტოლერანტობის რაობა და ფორმები; ეთნიკური და რელიგიური ტოლერანტობა- ამ საკითხებზე გამართული დისკუსიის შედეგად გამოიკვეთა მოსაზრება, რომ საჯარო სკოლებში ტოლერანტობის, როგორც ჰუმანიტარული დისცპლინის სწავლება, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს და ამ სფეროში შესაბამისი დამხმარე სახელმძღვანელოების შექმნა და თარგმნა, გადაუდებელი ამოცანაა.

სწავლების მონაწილე პედაგოგებმა ინტერსით მოისმინეს ბავშვთა ტოლერანტობის საგანმანათლებლო პროგრამების ადმინისტრაციის  წარმომადგენლის, ქეთი სულავას მოხსენება თემაზე: „ტოლერანტობის სწავლება სკოლებში“.

სემინარის დროს, დამსწრე პედაგოგთა განსაკუთრებული ინტერესის საგანი იყო ეუთოს განათლების პოლიტიკის ექსპერტა მიერ გაკეთებული მოხსენება ბილინგუალური/მულტილინგულალური განათლების მეთოდოლოგიასა და მოსალოდნელ შედეგებზე.
 
იხ. დაწვრილებით: მონაწილეთა სია; დღის წესრიგი

© ALPE 2007-2009