ახალი ამბების არქივიმემორანდუმი და გენდერის საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო ლობი
ALPE– ს ინიციატივითა და ომბუდსმენის ოფისის აქტიური მხარდაჭერით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „განათლება შემყწნარებლობისაქთვის“ ფარგლებში, 2008 წლის 10 დეკემბერს ხელი მოეწერა სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ექსპერტების მემორანდუმს, რომლითაც 15-მდე აქტიურმა სამოქალაქო გაერთიანებამ ვალდებულება აიღო ითანამშრომლონ გენდერული თანასწორობის საკითხებისადმი ერთიანი მიდგომის შემუშავებისთვის. მემორანდუმის ბაზაზე შეიქმნა ერთიანი სამოქალაქო ლობი, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველის ოფისთან იფუნქციონირებს და შეეცდება ერთიანი რეკომენდაციების პაკეტი წარუდგინოს ხელისუფლებას. სამოქალაქო ლობის შემადგენლობის ფორმირება დაგეგმილია 2009 წლის გაზაფხულისთვის. ამ პერიოდისთვისვე შემუშავდება სამოქმედო გეგმაც, რომლის საფუძველზე ლობი გააგრძელებს აქტიურ საქმიანობას ერთიანი რეკომენდაციების შემუშავებისთვის. |