სამოქალაქო ინტეგრაცია და ეთნიკური უმცირესობების დაცვა საქართველოში
2009 წლის 19-21 ივნისს, გუდაურში, სასტუმრო „გუდაურში“ (ყოფილი „მარკო პოლო“) გაიმართა კონფერენცია „სამოქალაქო ინტეგრაცია და ეთნიკური უმცირესობების დაცვა საქართველოში“.
კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ:
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი
საქართველოს სახალხო დამცველი
საქართველოს ეროვნული ინტეგრაციის პროგრამა
უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრი.
ფონდი ALPE, როგორც პრეზიდენტთან არსებული შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საბჭოს წევრი, მონაწილეობდა აღნიშნულ კონფერენციაში, რომელზედაც განხილვის ძირითადი საგანი შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის იმპლემნენტაცია/მონიტორინგთან დაკავშირებული საკითხების განხილვა იყო. (შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კონცეფცია და სამოქმედო გეგმა).