ახალი ამბების არქივისაქართველოს შვილები: პროექტი “არაეთნიკური ქართველები – ენციკლოპედიური ცნობარი”2009 სექტემრიდან ფონდი ALPE ახორციელებს ფონდი «ღია საზოგადოება – საქართველოს» მიერ დაფინანსებულ პროექტს ”არაეთნიკური ქართველები – ენციკლოპედიური ცნობარი”, რომელიც მიზნად ისახავს ეთნიკურად არაქართული წარმოშობის ჩვენი თანამემამულეების შესახებ ინფორმაციის მოძიებასა და ერთიანი ცნობარის სახით გამოქვეყნებას. ცნობარში თავს მოიყრის ინფორმაცია ეთნიკურად არაქართველ იმ თანამემამულეთა შესახებ, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოში მეცნიერების, ხელოვნების, სპორტის, განათლებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებაში.ამ დროისათვის, პროექტის ექსპერტებმა მოიძიეს და დაამუშავეს მასალები 150-ზ34 მეტი პიროვნების შესახებ. მათ შორის სახელოვან სპორცმენებზე, პროექტის დამთავრება გათვალისწინებულია 2010 წლის ივნისისთვის. შეზღუდული რესურსების გამო ვერ ხერხდება ცნობარის ოფსეტური წესით დაბეჭდვა, შესაძლებელი გახდა მხოლოდ ელექტრო (CD/DVD) ფორმატის გამოცემა, რის გამოც ფონდი ALPE ყველა დაინტერესებულ დონორს სთავაზობს ამ მნიშვნელოვან წამოწყებაში მონაწილეობის მიღებას. დაინტერესების შემთხვევაშოი გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ფონდის ვებ-გვერდზე აღნიშნულ საკონტაქტო მისამართებზე (office@alpe.ge; merab@alpe.ge ან zura@alpe.ge, ასევე, ტელეფონზე +99532 220016) |