სახელმძღვანელო “ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში”
2009 წლის ნოემბერში ALPE-ის მიერ, საკონსტიტუციო სასამართლოს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თავისუფლების ინსტიტუტისა და რიგი საერთაშორიასო ორგანიზაციების (UNDP; ABA) დახმარებით გამოიცა სახელმძღვანელო „ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში“. წიგნი გამოცემულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის და SIDA-ის პროექტის „ადამიანის უფლებათა საზაფხულო სკოლა“ ფარგლებში. სახელმძღვანელოს პრეზენტაციაზე, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, მეცნიერ-მკვლევარებმა და პრაქტიკოსმა იურისტებმა მაღალი შეფასება მისცეს სახელმძღვანელოს. გამოცემა გავრცელდა საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებში, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების ბიბლიოთეკებში ფონდებში, სტუდენტებსა და მოსამართლეებს შორის, ამასთანავე, წიგნის ელექტროვერსიის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდიდანაც (წიგნის ქართული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ სექცია „პუბლიკაციებში“ ვებგვერდზე www.alpe.ge).