ტელეგადაცემა «სასამართლო დარბაზებში»თქვენ, რომ მოსამართლე იყოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებდით? ამ შეკითხვით მიმართავს ტელეკომპანია რუსთავი 2-ისა და ALPE-ის ერთობლივი პროექტის წამყვანი ტელემაყურებელს. «სასამართლო დარბაზებში» ეს არის გადაცემა, რომელიც თავისი დრამატურგიული ქარგით საკმაოდ ჰგავს ტელესერიალს, თუმცა მისგან განსხვევებით, აქ გმირები სამართალს სასამართლოში ეძებენ და თითოეულ ეპიზოდს რეალურ სასამართლო პროცესებზე მიღებული გადაწყვეტილებები უდევს საფუძვლად. |