პოლიციისა და მედიის ურთიერთობა - სემინარი ბაკურიანში

პოლიციისა და მედიის ურთიერთობა - სემინარი ბაკურიანში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამართალდამცავ სტრუქტურათა სამოქალაქო მხარდაჭერის პროექტის ფორმატში, 6-8 მაისს, ბაკურიანში გაიმართა სემინარი პოლიციის აკადემიის, გენერალური პროკურატურისა და მედიის წარმომადგენლებისათვის. სემინარის ორგანიზატორები იყვნენ ფონდი ALPE და ბრიტანეთის საბჭო.

 

სემინარზე ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიციის დეპარტამენტის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ექსპერტმა, კლოდა მერფიმ და საქართველოს პოლიციის აკადემიის მოწვეულმა ექსპერტმა, ჟან-მარი იოკუმმა წარმოადგინეს მოხსენებები თემაზე: საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის სტრატეგიის დაგეგმვა – განვითარება.

 

საქართველოში კრიმინალური რეპორტაჟისა და სამართლებრივი ჟურნალისტიკის პრაქტიკის ანალიზი წარმოადგინა ფონდ ALPE-ის ექსპერტმა მერაბ ბასილაიამ.

 

სემინარის მეორე დღე მთლიანად პრაქტიკულ რჩევებსა და მოდელირებულ სიტუაციებში მოქმედების რეკომენდაციებს დაეთმო.

 

აქვე შეგიძლიათ გადმოტვირთოთ სემინარის მასალები: სემინარის მასალები

© ALPE 2007-2009