“პროფესიონალიზმის” არსი პოლიციაში

2004 წლის ოქტომბერში,  პოლიციის აკადემიაში გაიმართა სემინარი თემაზე: “პოლიცია დემოკრატიულ სახელმწიფოში”.

ევროკავშირის პროგრამის ფორმატში, ALPE-ის და ბრიტანეთის საბჭოს მოწვევით ამ სემინარებს წარუძღვა ქალბატონი ანდრეა ჰოპკინსი, ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც განაცხადა, რომ მისი ჩამოსვლის მთავარი ამოცანა პოლიციური პროფესიონალიზმის მისეული გამოცდილების ქართველი კოლეგებისათვის გაზიარებაა.

სემინარზე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მოისმენეს ლექციების კურსი პოლიციის პროფესიული ეთიკისა და ადამიანის უფლებების ევროპის კონვენციის პოლიციურ პრაქტიკაში გამოყენების თაობაზე. მოეწყო პრაქტიკული მეცადინეობები პატრულის მიერ ძალის გამოყენების ეფექტიანობაზე საზოგადოებრივი წესრიგის დამყარებისა და დანაშაულის აღკევეთის დროს.

© ALPE 2007-2009