ევროკავშირის პროგრამის ფორმატში, საქართველოს ომბუდსმენის განკარგულებით შექმნილი პოლიციის საქმიანობის მინიტორინგის დამოუკიდებელი სამოქალაქო საბჭოების წევრებმა გაიარეს სამდღიანი ტრენინგი.
2004 წლის 6-8 დეკემბერს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიციის ომბუდსმენის ოფისის მთავარმა ხელმძღვანელმა, სამუელ პოლოკმა ადამიანის უფლებების ქართველ დამცველებს წაუკითხა სალექციო კურსი ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: დარღვევები და კორუფცია პოლიციურ საქმიანობაში, პოლიციელთა მოვალეობების საერთაშორისო სტანდარტი და სამოქალაქო მონიტორინგის პროცედურები .
ეს ტრენინგი, არის პირველი ეტაპი პროფესიული ცოდნის ამაღლების იმ სისტემაში რომელიც ფონდმა ALPE-იმ , თავისუფლების ინსტიტუტმა და ბრიტანეთის საბჭომ შეიმუშავეს.
საბჭოს ის წევრები, რომლებმაც გაიარეს აღნიშნული კურსი, შემდგომ ეტაპზე, თავად ჩაუტარებენ ტრენინგებს საბჭოების ათეულობით წევრს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.