პროექტის ფარგლებში თავისუფლების ინსტიტუტში შეიქმნა იურიდიული კლინიკა; იურიდიული კლინიკის არსებობა მიზნად ისახავს შემდეგ აქტივობებს:
- მიაწოდოს ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს საქართველოში სკოლებთან არსებული საკანონმდებლო ბაზის შესახებ;
- გაუწიოს კონსულტაციები სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, მასწავლებლებსა და მშობლებს სამეურვეო საბჭოების არჩევნების, მისი უფლებამოსილებისა და ფუნქციონირების შესახებ;
- ლობირება გაუწიოს სკოლების თვითმართველობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ასპექტებს;
დაიცვას მოსწავლეთა უფლებები სკოლაში და მოახდინოს დარღვევების ფაქტების აღრიცხვა და სისტემატიზაცია.
დღეისთვის კონსულტაციები ჩაუტარდა 12 სკოლის წარმომადგენელს სამეურვეო საბჭოს არჩევნების პროცედურისა და სამეურვეო საბჭოს წევრების უფლება-მოსილების შესახებ.
იურიდიული კლინიკის ფარგლებში ასევე იწერება სპეციალური წიგნი მოსწავლეთა უფლებების შესახებ, რომლის ძირითადი მიზანია მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის სკოლაში მათი უფლებების და მოვალეობების გაცნობა.