გამოცემები

ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში

ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში

ნაწილი 1, შტეფან ტრექსელი სარა ჯ. სამერსის დახმარებით, 2009

ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში

ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში

ნაწილი 2, შტეფან ტრექსელი სარა ჯ. სამერსის დახმარებით, 2009

«ALPE – ჩვენს შესახებ»

«ALPE – ჩვენს შესახებ»

ALPE-მ 2004 წლის გაზაფხულზე გამოსცა სპეციალური გამოცემა «ALPE – ჩვენს შესახებ», სადაც დაწვრილებითაა აღწერილი ორგანიზაციის საქმიანობა 2001-2004 წლებში. აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ გამოცემის ელექტრონულ ვერსიას.

«ჩვენი კონსტიტუცია»

«ჩვენი კონსტიტუცია»

ALPE-იმ ფონდ «ევრაზიას» მხარდაჭერით გამოსცა საქართველოს კონსტიტუცია ახალგაზრდებისათვის (ქართულ და რუსულ ენებზე), რომელსაც თან ერთვის კომენტარები და ტერმინთა განმარტება.

საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიცია

საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიცია

კონცეფცია, რომლის მიხედვითაც საზოგადოება პოლიციის საქმიანობის ეპიცენტრშია, "საზოგადოებაზე ორიენტირებულ პოლიციად" მოიხსენიება...

გზამკვლევი

გზამკვლევი

ამ წიგნის პირველი ნაწილის მიზანია გაუადვილოს მოქალაქეს კანონით მინიჭებული უფლებების სასამართლოს საშუალებით განხორციელება....

ადამიანის უფლებები და პოლიციური პრაქტიკა

ადამიანის უფლებები და პოლიციური პრაქტიკა

ბროშურა მიზნად ისახავს პრაქტიკოს პოლიციელთა ცოდნის გაღრმავებას ადამიანის უფლებების საკითხებში და დემოკრატიული პოლიციური სტანდარტის დამკვიდრებას საქართველოში...

პოლიცია და მედიასთან ურთიერთობის პოლიტიკა (რეკომენდაციები)

პოლიცია და მედიასთან ურთიერთობის პოლიტიკა (რეკომენდაციები)

რეკომენდაციები შემუშავებულია ჩრ. ირლანდიის პოლიციის პრეს–სამსახურის, ბრიტანეთის მედიასთან ურთიერთობის სახელმძღვანელო პოლიციელთათვის და აშშ–ის პოლიციის პრეს–სამსახურების მაგალითების გათვალისწინებით...

შემეცნებითი წიგნი -

შემეცნებითი წიგნი - "მხიარული მოგზაურობა უზენაეს სასამართლოში"

ეს წიგნი, რომელსაც მხიარული მეგზურის სახე აქვს, ეხმარება ბავშვს სასამართლო სისტემისა და უზენაესი სასამართლოს მუშაობის პროცესის უკეთ გაგებაში. ამასთან, ბავშვებს ვთავაზობთ მრავალ გასართობს, კროსვორდს, თავსატეხს, რებუსს და სხვა დავალებებს, რომლებსაც, ვფიქრობთ, ბავშვები ადვილად გაართმევენ თავს.

ALPE-ს ბიულეტენი

ALPE-ს ბიულეტენი

"სამართლებრივი განათლების ასოციაცია ორ თვეში ერთხელ გამოსცემს საინფორმაციო ბიულეტენს – "სასამართლო დღეს". ბიულეტენი მკითხველს სთავაზობს ჩვენი პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის ამსახველ მასალებს, სიახლეებს სასამართლო ცხოვრებიდან, ინტერვიუებს, სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგებს, ანალიზს და აგრეთვე სასამართლო სისტემაში არსებული სამომავლო გეგმების კალენდარს."

გზამკვლევი სასამართლო სისტემაში

გზამკვლევი სასამართლო სისტემაში

"ბროშურა მკითხველს დეტალურ ინფორმაციას აწვდის სასამართლო სისტემის მოწყობის, განსჯადობის, კომპეტენციების, აგრეთვე სარჩელის ფორმის, იურიდიული პირების რეგისტრაციაში გატარების წესის და სხვა პროცესუალურ მოქმედებათა შესახებ. გთავაზობთ გზამკვლევის ელექტრონულ ვერსიას. ბროშურების მოძიება ასევე შეგიძლიათ სასამართლოებში ჩვენს მიერ განთავსებულ საინფორმაციო სტენდებზე."

სასამართლო ქრონიკა

სასამართლო ქრონიკა

ALPE-მ სასამართლო საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტებთან ერთად გაზეთ «კვირის პალიტრაში» დააფუძნა ყოველთვიური ჩანართი - «სასამართლო ქრონიკა», რომელიც რეგულარულად აშუქებს სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს. ჩანართის ძირითადი ამოცანა სამართლებრივ სისტემაში მოქალაქეთა სწორი ორიენტირება და ამ სისტემის მიმართ ნდობის განმტკიცების ხელშეწყობაა.

საქართველოს სამოსამართლო ეთიკის კოდექსი

საქართველოს სამოსამართლო ეთიკის კოდექსი

მოსამართლეთა კონფერენციამ 2001 წლის 23 ივლისს მიიღო საქართველოს სამოსამართლო ეთიკის კოდექსი. ALPE აქტიურად მონაწილეობდა მის შემუშავებაში. კოდექსი მოიცავს სამოსამართლო ცხოვრების უაღრესად მნიშვნელოვან სფეროებს.

კომენტარები საქართველოს სამოსამართლო ეთიკის კოდექსზე

კომენტარები საქართველოს სამოსამართლო ეთიკის კოდექსზე

ALPE-სა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ქალბატონ მარიკა ცისკაძის ძალისხმევით შემუშავდა სამოსამართლო ეთიკის კოდექსის კომენტარები, რომლებიც მოსამართლეთა კორპუსს მის გაგებასა და ცხოვრებაში განხორციელებას გაუადვილებს.

გაიკვლიე გზა სასამართლოში

გაიკვლიე გზა სასამართლოში

საკანონმდებლო ტერმინოლოგიისა და სამართლებრივი პროცედურების სირთულის გამო, ჩვენ გადავწყვიტეთ კომენტარების ტიპის მცირე ლიფლეტების მომზადება. 2002-03 წლებში გამოცემულ 11 თემატურ ლიფლეტში გამარტივებულ და ადვილად გასაგებ ენაზე მიმოხილულია სამართლის ცალკეული დარგების პრაქტიკული საკითხები, ასევე მოცემულია სასარგებლო ინფორმაცია სხვადასხვა სამართლებრივი პრობლემის გადასაჭრელად.

კერძო არბიტრაჟი

კერძო არბიტრაჟი

სამართლებრივი განათლების ასოციაციამ 2002 წლის 12 აპრლის გამართა სემინარი «კერძო არბიტრაჟი – დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზა», სემინარს მრავლად ესწრებოდნენ ქართველი ბიზნესმენები, მოსამართლეები, ადვოკატები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ALPE-მ ასევე გამოსცა სახელმძღვანელო ქართული და საერთაშორისო არბიტრაჟის შესახებ (ქართულ და ინგლისურ ენებზე).

პრესმედიატორი – მედიასთან ურთიერთობის პრაქტიკა

პრესმედიატორი – მედიასთან ურთიერთობის პრაქტიკა

ALPE-ს ერთ ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოში მესამე და მეოთხე ხელისუფლებას შორის ჯანსაღი პროფესიული ურთიერთობების ხელშეწყობა. სასამართლო მოხელეებს მედიის მნიშვნელობის სათანადო გააზრებაში დაეხმარება ჩვენი ახალი გამოცემა - «პრესმედიატორი – მედიასთან ურთიერთობის პრაქტიკა». პუბლიკაცია მომზადებულია ALPE-ს და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება GTZ-ის ექსპერტების მიერ და ძირითადად განკუთვნილია სასამართლოების პრესსამსახურებისა და პრესმოხელეებისათვის. გთავაზობთ გამოცემის ელექტრონულ ვერსიას.

სასამართლო ხელისუფლება საქართველოში

სასამართლო ხელისუფლება საქართველოში

სამართლებრივი განათლების ასოციაციამ, 2002 წლის ოქტომბერში, მოამზადა და გამოსცა ახალი გამოცემა «სასამართლო ხელისუფლება საქართველოში». წიგნი გამოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე, იგი მოიცავს საქართველოს სასამართლო ხელისუფლების სტრუქტურის დაწვრილებით მიმოხილვას, ასევე სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების ჩამონათვალს. გთავაზობთ გამოცემის ელექტრონულ ვერსიას.

სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძვანელო

სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძვანელო

ALPE-მ, 2002 წლის ნოემბერში, გამოსცა «სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძვანელო». სახელმძღვანელო გამოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე, იგი გამოკვეთავს საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებულ საკითხებს და მკითხველს სთავაზობს იდეებს, თუ როგორ უნდა გაკეთდეს საინტერესო რეპორტაჟი სასამართლო პროცესის შესახებ.

გზამკვლევი სასამართლო სისტემაში, სისხლის სამართლის პროცესი

გზამკვლევი სასამართლო სისტემაში, სისხლის სამართლის პროცესი

წიგნის «გზამკვლევი სასამართლო სისტემაში» მიზანია, გაუადვილოს მოქალაქეს კანონით მინიჭებული უფლებების სასამართლოს საშუალებით განხორციელება. გზამკვლევი მკთხველს დაეხმარება უკეთ გაეცნოს საქართველოს სასამართლოს სისტემას, მის სტრუქტურასა და პროცესუალურ მოქმედებათა წესებს.. ამჟამად გთავაზობთ გამოცემის მეორე ნაწილს, რომელიც გამოცემულია 2003 წლის მარტში და სისხლის სამართლის პროცესს ეხება.

სისხლის სამართლის სასამართლო პრაქტიკის კომენტარი

სისხლის სამართლის სასამართლო პრაქტიკის კომენტარი

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის სისხლის სამართლისა და პროცესის განყოფილებაში მომზადებულ ნაშრომში შესწავლილია ადამიანის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების სასამართლო პრაქტიკა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-136 მმ.). ნაშრომი ხელს შეუწყობს ჩვენი სასამართლო პრაქტიკის გაუმჯობესებას და დაეხმარება პრაქტიკოს მუშაკებს ყოველდღიურ საქმიანობაში. წიგნი გამოცემულია ALPE-ს მიერ 2002 წელს.

© ALPE 2007-2009