კოალიციური პროექტი «ავაშენოთ ჩვენი სკოლა»

2003 წლის ივნისიდან ასოციაცია ALPE სამოქალაქო მონაწილეობის პროგრამის (CAP-ის) ფარგლებში USAID-ის დაფინანსებით ახორციელებს განათლების რეფორმის დახმარების ახალ პროექტს “ავაშენოთ ჩვენი სკოლა”.

პროექტის მიზანია საქართველოს საშუალო განათლების დაწესებულებებში დემოკრატიული ღირებულებების და ეფექტური მართვის პრინციპების დამკვიდრების ხელშეწყობა, სკოლების მართვის დეცენტრალიზაცია და მათი მდგრად ავტონომიურ ერთეულებად ჩამოყალიბება.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად კონკრეტულ ამოცანას წარმოადგენს სასკოლო დონეზე თვითმართველობის იდეის პოპულარიზება, საზოგადოების ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, სკოლის ადმინისტრაციის საზოგადოებისადმი პასუხისმგებლობის გაზრდა, კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავება და საერთაშორისო გამოცდილების დანერგვა სამიზნე ჯგუფებში.

პროექტი ითვალისწინებს სამეურვეო საბჭოს არჩევნების ჩატარებას სკოლებში, ტრენინგებს სკოლის ადმინისტრაციისათვის და სამეურვეო საბჭოს წევრებისთვის, საინფორმაციო ბროშურების გამოცემასა და სასკოლო სამოდელო ბიუჯეტის შედგენას.

p_2_01.asp სამეურვეო საბჭოს არჩევნები

p_2_02.asp იურიდიული კლინიკა

p_2_03.asp ტრენინგები და კონსულტაციები

p_2_04.asp გამოცემები                                  

 

 

© ALPE 2007-2009