სამოქალაქო სწავლების პროგრამა

მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში 2000-მდე უფროსკლასელი ფონდ ALPE-ს სამოქალაქო სწავლების პროგრამას გაივლის.

13 სექტემბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ლომაია დუშეთის N2 საშუალო სკოლაში დუშეთისა და ახალგორის რაიონების სკოლების მასწავლებელბსა და მოსწავლეებს შეხვდა. მინისტრმა 80 ახალგაზრდას უმაღლესი განათლების სასწავლო გრანტი გადასცა და აკადემიური წლის დაწყება მიულოცა. ამავე შეხვედრაზე, ALPE-ს ექსპერტებმა სკოლების დირექტორებთან ერთად, დააზუსტეს გრაფიკი, რომლის მიხედვით საქართველოს სხვა და სხვა რეგიონების, მათ შორის ახალგორის რაიონის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების უფროკლასელები ესტუმრებიან თბილისს და გაივლიან ფონდ ALPE-ს მიერ მომზდებულ სამოქალაქო განათლების კურსს.

© ALPE 2007-2009