ფონდი ALPE არაერთი წელიწადია მუშაობს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების განვითარების სფეროში და მომავალი თაობის სამართლებრივი განათლება ორგანიზაციის უცვლელი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ALPE 2001 წლიდან ატარებს ბავშვთა შემოქმედებით კონკურსს სხვადასხვა თემაზე.
“პოლიცია - მე მომწონს...” / “პოლიცია – მე არ მომწონს...”
ALPE -მ ევროკავშირის მხარდაჭერით 2005 წლის შემოდგომაზე ჩაატარა ბავშვთა შემოქმედებითი კონკურსი თემაზე “პოლიცია - მე მომწონს...” და “პოლიცია – მე არ მომწონს...” მასში მონაწილეობა მიიღო ათასზე მეტმა სკოლის მოსწავლემ საქართველოს ათი რაიონიდან. კონკურსის წესით შევარჩიეთ საუკეთესო ნახატები, თემები, ლექსები, რომელთაგან ოცდათერთმეტი გამარჯვებული ნამუშევარი განვათავსეთ 2006 წლის დღიურში. საბავშვო გამოფენების მოწყობა იგეგმება 2006 წლის აპრილში.
“პოლიცია დღეს”
ALPE -მ ევროკავშირის მხარდაჭერით 2004 წლის ნოემბერ- დეკემბერში ჩაატარა ბავშვთა შემოქმედებითი კონკურსი თემაზე “პოლიცია დღეს.” მასში მონაწილეობა მიიღო ათასმა სკოლის მოსწავლემ საქართველოს რვა რაიონიდან. ბავშვებმა თავიანთი შეხედულებები სხვადასხვა ფორმით გამოხატეს; ზოგმა ნახატი შექმნა, ზოგმა კი თავისი მოსაზრება წერილობით ჩამოაყალიბა. 2005 წლის აპრილში მოეწყო გამოფენები თითოეული რაიონის საგამოფენო დარბაზში, სადაც წარმოდგენილი იყო კონკურსში მონაწილე ყველა ბავშვის ნახატი. ოცდახუთი გამარჯვებული ნამუშევარი განვათავსეთ 2005 წლის კალენდარში.
“როგორი მინდა, რომ იყოს ჩემი სამშობლო” / “როგორი არ მინდა, რომ იყოს ჩემი სამშობლო”
ევროკავშირის მხარდაჭერით 2003 წლის შემოდგომაზე ALPE -მ ჩაატარა ბავშვთა შემოქმედებითი კონკურსი თემაზე “როგორი მინდა, რომ იყოს ჩემი სამშობლო” და “როგორი არ მინდა, რომ იყოს ჩემი სამშობლო.” მასში ათასზე მეტმა სკოლის მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა საქართველოს შვიდი სხვადასხვა რაიონიდან. ბავშვებმა თავიანთი სურვილები და ფიქრები ნახატების, ლექსებისა და მოთხრობების სახით გამოხატეს. 2004 წლის მარტში კონკურსში მონაწილე ყველა ნამუშევარი გამოიფინა საქართველოს შვიდი რაიონული სასამართლოს შენობაში. გამარჯვებული ნამუშევრები განთავსდა 2004 წლის კალენდარში.
“ჩემი კანონიერი უფლებები და მოვალეობები”
2002 წელს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ALPE -მ ჩაატარა საბავშვო კონკურსი თემაზე “ჩემი კანონიერი უფლებები და მოვალეობები.” მასში მონაწილეობა მიიღო ოთხასზე მეტმა სკოლის მოსწავლემ საქართველოს შვიდი რაიონიდან. ბავშვებმა თავიანთი შთაბეჭდილებები წერილობით და მშვენიერი ნახატებით გაგვიზიარეს. 2003 წლის გაზაფხულზე კონკურსში მონაწილე ყველა ბავშვის ნამუშევარი გამოიფინა თითოეული რაიონის საგამოფენო დარბაზში. თორმეტი გამარჯვებული ნამუშევარი განთავსდა 2003 წლის კალენდარში.
“ბავშვის თვალით დანახული სასამართლო”
2001 წლის შემოდგომაზე ALPE -მ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ჩაატარა საბავშვო ნახატების კონკურსი თემაზე “ბავშვის თვალით დანახული სასამართლო,” რომელშიც მონაწილეობა მიიღო ორასზე მეტმა სკოლის მოსწავლემ საქართველოს შვიდი რაიონიდან. 2002 წლის თებერვალ-მარტში რაიონული სასამართლოების შენობებში მოეწყო ნამუშევრების გამოფენა. შევარჩიეთ ოცდაოთხი საუკეთესო ნახატი, რომელთაგან თორმეტი განვათავსეთ 2002 წლის კალენდარში, ხოლო თორმეტი გამოვეცით პლაკატების სახით.