საშუალო სკოლა ღია საზოგადოებაში

24-25 ნოემბერი, 2005

სამეურვეო საბჭოს არჩევნები, სამეურვეო საბჭოებისა და დირექტორების უფლება-მოვალეობები, ფინანსური საქმიანობის გამჭვირვალობა და თანასწორობისა და შემწყნარებლობის პრინციპების სწავლების მნიშვნელობა ზოგად საგანმანათლებლო სკოლებში – ასეთი იყო ორდღიანი სემინარის თემატიკა.

სემინარი ორგანიზებული იყო ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, ახალგორისა და თბილისის იმ არაქართულენოვანი საშუალო სკოლების დირექტორებისა და მასწავლებლებისათვის, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ფონდ ALPE -სა და ფონდ ”ევრაზიის” ერთობლივ პროექტში - ”ვსწავლობთ დემოკრატიას”.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ქალბატონმა ბელა წიფურიამ სემინარის მონაწილეებს წარუდგინა მოხსენება თემაზე ”განათლების რეფორმის კონცეფცია არაქართულენოვან საშუალო სკოლებში.”

ორი დღის განმავლობაში სემინარის მონაწილე ოცდახუთ მასწავლებელს საშუალება ჰქონდა სასკოლო რეფორმის საკითხებზე ემსჯელა და პრაქტიკული კონსულტაციები მიეღო თავისუფლების ინსტიტუტისა და სახალხო დამცველის აპარატის ექსპერტებისაგან.

© ALPE 2007-2009